მომავალი ღონისძიებები

 

     IWOTA - 2015

26-ე საერთაშორისო ვორკშოპი (სამუშაო შეხვედრა) ოპერატორთა თეორიასა და გამოყენებებში ჩატარდება 2015 წლის 6-10 ივლისს თბილისში. ჩატარების ადგილი დაზუსტდება მოგვიანებით.


 

 




საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის VI ყოველწლიური კონფერენცია
საქართველოს მათემატიკოსთა კავშირი აწყობს VI ყოველწლიურ კონფერენციას 2015 წლის 12-16 ივლისს ქ. ბათუმში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ინფორმაცია კონფერენციის შესახებ იხილეთ
სრულად


კავკასიელ მათემატიკოსთა კონფერენცია კმკ I

5-6 სექტემბერი, 2014, თბილისი
კავკასიელ მათემატიკოსთა პირველი კონფერენცია ჩატარდა თბილისში 2014 წლის 5-6 სექტემბერს ევროპის მათემატიკური საზოგადოების ეგიდით და კავკასიისა და მისი მოსაზღვრე 6 ქვეყნის მათემატიკოსთა საზოგადოების მონაწილეობით:
აზერბაიჯანი, თურქეთი, ირანი, რუსეთი, საქართველო და სომხეთი. კონფერენციის მიზანია თავი შეუყაროს მათემატიკოსებს კავკასიისა და მისი მოსაზღვრე რეგიონებიდან ყოველწლიურად ზემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ ქვეყანაში.
ინფორმაცია კონფერენციის შესახებ იხილეთ სრულად შემდეგ მისამართებზე:

        კმკ-ის ვებგვერდი        ვებგვერდის სარკე თბილისში

საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის პრემიები

საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის პრემია განსაკუთრებული დამსახურებებისათვის ქართული მათემატიკის განვითარების საქმეში

პრემია ენიჭება 75 წლის ან მეტი ასაკის მათემატიკოსს, საქართველოს მოქალაქეს, რომლის სამეცნიერო მიღწევებმა წარმოაჩინეს ქართული მათემატიკური სკოლა საერთაშორის მასშტაბით და რომელმაც აღზარდა საერთაშორისო აღიარების მქონე ქართველი მოწაფეები

უფრო ვრცლად იხილეთ აქ






საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის პრემია ახალგაზრდა მეცნიერთათვის

პრემია ენიჭება მათემატიკოსს, საქართველოს მოქალაქეს, რომლის ასაკი არ აჭარბებს 40 წელს დაჯილდოების მომენტისათვის, ქართული მათემატიკური სკოლის საერთაშორისო მასშტაბით წარმომჩენი სამეცნიერო მიღწევებისათვის

უფრო ვრცლად იხილეთ აქ