დაგეგმილი ღონისძიებები

საქართველოს მატემატიკოსთა კავშირის X საერთაშორისო კონფერენცია

საქართველოს მათემატიკოსთა კავშირი აწყობს X საერთაშორისო კონფერენციას 2019 წლის 2-6 სექტემბერს ქ. ბათუმში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ინფორმაცია კონფერენციის შესახებ იხილეთ სრულად.


საზაფხულო სკოლა გამოყენებით მათემატიკაში

პროფესორები დიოგო გომესი და მატეო პერსანი აწყობენ AMCS საზაფხულო სკოლას, რომელიც დაიწყება 2019 წლის 25 აგვისტოს.

ჩვენ ვეძებთ 12-მდე ბაკავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს საზაფხულო სკოლაზე დასასწრებად. ეს სკოლა, მეტწილად წარმოადგენს, AMCS პროგრამაზე მიღების წინაპირობას. სტუდენტებისაგან საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2019 წლის 15 ივნისი. დაწვრილებით...


ჩატარებული ღონისძიებები

შალვა ფხაკაძის დაბადებიდან 100 წლისთავი

საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწის შალვა ფხაკაძის ხსოვნის საპატივსაცემოდ (1919-1994). სრულად.


საქართველოს მატემატიკოსთა კავშირის IX საერთაშორისო კონფერენცია

საქართველოს მათემატიკოსთა კავშირი აწყობს IX საერთაშორისო კონფერენციას 2018 წლის 3-7 სექტემბერს ქ. ბათუმში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ინფორმაცია კონფერენციის შესახებ იხილეთ სრულად.


ლია კურტანიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, 2018 წლის 10 ივლისს 15:00 საათზე, II კორპუსის 208-ე აუდიტორიაში ჩატარდება დოქტორანტ ლია კურტანიძის სადისერტაციო ნაშრომის "თეორემათა მტკიცების მეთოდები სქემებსა და ურანგო ლოგიკაში" დაცვა.

მისამართი: 208 აუდიტორია, ი.ჭავჭავაძის გამზ. 53ა, კორპუსი II, 0162 თბილისი, საქართველო.


საქართველოს მატემატიკოსთა კავშირის VIII საერთაშორისო კონფერენცია

საქართველოს მათემატიკოსთა კავშირი აწყობს VIII საერთაშორისო კონფერენციას 2017 წლის 4-8 სექტემბერს ქ.ბათუმში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ინფორმაცია კონფერენციის შესახებ იხილეთ სრულად.


საქართველოს მათემატიკოსთა კავშირისა და მექანიკოსთა კავშირის VII გაერთიანებული საერთაშორისო კონფერენცია:
უწყვეტ გარემოთა მექანიკა და ანალიზის მონათესავე საკითხები

საქართველოს მათემატიკოსთა კავშირისა და საქართველოს მექანიკოსთა კავშირის ორგანიზებით ტარდება VII გაერთიანებული საერთაშორისო კონფერენცია 2016 წლის 5-9 სექტემბერს ქ.ბათუმში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

კონფერენცია ეძღვნება აკადემიკოს ნ.მუსხელიშვილის დაბადებიდან 125 წლისთავს. დაწვრილებით...


IWOTA Logo - საერთაშორისო ვორკშოპი ოპერატორთა თეორიასა და გამოყენებებში, 6-10 ივლისი, 2015

საერთაშორისო ვორკშოპი ოპერატორთა თეორიასა და გამოყენებებში (IWOTA) თავს უყრის მათემატიკოსებსა და ინჟინრებს, რომლებიც მუშაობენ ოპერატორთა თეორიაში და მის გამოყენებებში ისეთ დარგებში, როგორიცაა კლასიკური ანალიზი, დიფერენციალური და ინტეგრალური განტოლებები, კომპლექსური და ჰარმონიული ანალიზი, მათემატიკური ფიზიკა, მათემატიკური სისტემები და მართვის თეორია, სიგნალების დამუშავება და რიცხვითი ანალიზი და სხვა.

IWOTA თავს უყრის მსოფლიოს წამყვან ექსპერტებს რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა გაცვალონ ინფორმაცია და აზრები დარგის მომავალი განვითარებისათვის.

26-ე საერთაშორისო ვორკშოპი ოპერატორთა თეორიასა და გამოყენებებში (IWOTA 2015) ჩატარდება 2015 წლის 6-10 ივლისს თბილისში. ჩატარების ადგილი დაზუსტდება მოგვიანებით.

დაწვრილებით...


საქართველოს მატემატიკოსთა კავშირის VI ყოველწლიური კონფერენცია

საქართველოს მათემატიკოსთა კავშირი აწყობს VI ყოველწლიურ კონფერენციას 2015 წლის 12-16 ივლისს ქ. ბათუმში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ინფორმაცია კონფერენციის შესახებ იხილეთ სრულად.


კავკასიელ მათემატიკოსთა კონფერენცია (CMC I), თბილისი, საქართველო, 5-6 სექტემბერი, 2014

კავკასიელ მათემატიკოსთა პირველი კონფერენცია ჩატარდა თბილისში 2014 წლის 5-6 სექტემბერს ევროპის მათემატიკური საზოგადოების ეგიდით და კავკასიისა და მისი მოსაზღვრე 6 ქვეყნის მათემატიკოსთა საზოგადოების მონაწილეობით: აზერბაიჯანი, თურქეთი, ირანი, რუსეთი, საქართველო და სომხეთი. კონფერენციის მიზანია თავი შეუყაროს მათემატიკოსებს კავკასიისა და მისი მოსაზღვრე რეგიონებიდან ყოველწლიურად ზემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ ქვეყანაში. CMC ნაწილობრივ ფინანსდება ევროპის მათემატიკოსთა საზოგადოების მიერ და მასში მონაწილეობა შეუძლიათ მათემატიკოსებს მთელი მსოფლიოდან. დაწვრილებით...

CMC ოფიციალური გვერდი


საქართველოს მატემატიკოსთა კავშირის V ყოველწლიური კონფერენცია

საქართველოს მათემატიკოსთა კავშირი აწყობს V ყოველწლიურ კონფერენციას 2014 წლის 8-12 სექტემბერს ქ. ბათუმში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ინფორმაცია კონფერენციის შესახებ იხილეთ სრულად.


საქართველოს მატემატიკოსთა კავშირის IV ყოველწლიური კონფერენცია

საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის IV ყოველწლიური კონფერენცია მიძღვნილი ვიქტორ კუპრაძის (1903-1985) დაბადებიდან 110 წლისთავისადმი, ჩატარდა 2013 წლის 9-15 სექტემბერს

კონფერენციის პირველი ნაწილი, ორგანიზებული საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ, გაიხსნა კუპრაძის ხსოვნის საღამოთი თბილისში 9 სექტემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შენობაში.

11 სექტემბრიდან კონფერენციის მეორე (სამენიერო) ნაწილი გაგრძელდა ქ.ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

დაწვრილებით...


საქართველოს მატემატიკოსთა კავშირის III ყოველწლიური კონფერენცია

საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის III ყოველწლიური კონფერენცია ჩატარდა 2012 წლის 2-9 სექტემბერს, ქ.ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ინფორმაცია კონფერენციის შესახებ იხილეთ სრულად.


საქართველოს მატემატიკოსთა კავშირის II ყოველწლიური კონფერენცია

საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის II ყოველწლიური კონფერენცია ჩატარდა 2011 წლის 15-19 სექტემბერს, ქ.ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ინფორმაცია კონფერენციის შესახებ იხილეთ სრულად.


საქართველოს მატემატიკოსთა კავშირის I ყოველწლიური კონფერენცია

საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის I ყოველწლიური კონფერენცია ჩატარდა 2010 წლის 12-19 სექტემბერს, ქ.ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ინფორმაცია კონფერენციის შესახებ იხილეთ სრულად.